logo
ENG



უკრაინის ელჩი აშშ-ში: უკრაინა უკვე მუშაობს აშშ-სთან მეტი "Patriot"-ის გამოყოფისთვის

25 დეკ 202218:15
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/25/5mo9ncdcd04z314.jpg

უკრაინის ელჩი აშშ-ში, ოქსანა მარკაროვა აცხადებს, რომ უკრაინა უკვე მუშაობს აშშ-სთან მეტი "Patriot"-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების გამოყოფისთვის.

მარკაროვა ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში მოგზაურობის გარკვეული შედეგები უკვე არსებობს. მისი თქმით, კონგრესმა ბევრად უფრო აქტიურად დაიწყო უკრაინის სასარგებლოდ გადაწყვეტილებების მიღება.

"ჩვენ უკვე გვაქვს კონკრეტული სერიოზული შედეგები - კანონპროექტი შეერთებულ შტატებში რუსი კრიმინალების პასუხისგებაში მიცემის შესაძლებლობების შესახებ, უკრაინის დახმარება 45 მილიარდ დოლარად და ცვლილება, რომელიც აძლევს უფლებას აშშ-ს პროკურორს გამოიყენოს ჩამორთმეული რუსული აქტივები უკრაინის დასახმარებლად და იმუშაოს უსაფრთხოების პაკეტზე, რომელსაც აქვს "Patriot", ეს არ არის მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი, არის ბევრი ახალი შესაძლებლობა", - განაცხადა უკრაინის ელჩმა აშშ-ში.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-მ უკრაინისთვის 1,85 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა. მასში შედის "Patriot"-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების ბატარეა.


close დახურვა